საღამოს სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო
- 22 აგვისტო, 2016
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა აცხადებს 2016-17 სასწავლო წელს „საღამოს სკოლაში” სწავლის მსურველთა რეგისტრაციას. საღამოს სკოლა განკუთვნილია მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვი სკოლაში და რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ მათემატიკა (სურვილის შემთხევაში ფიზიკაც) კომაროვის სკოლის პროგრამით.
ერთ სასწავლო ჯგუფში ჩაირიცხება არაუმეტეს 16 მოსწავლე.
კურსის ხანგრძლივობა ზუსტად დაემთხვევა საჯარო სკოლის სასწავლო კალენდარს: 2016 წლის 14 სექტემბრიდან 2017 წლის 15 ივნისამდე. არდადეგები დაემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს. სწავლების პროცესი წარიმართება კომაროვის სკოლაში სკოლის პედაგოგების მიერ.
გაკვეთილები მათემატიკაში ჩატარდება კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, დღეში სამი გაკვეთილი, კვირაში აკადემიური 9 საათი. გაკვეთილები აღნიშნულ დღეებში დაიწყება 15:30 სთ-ზე და დამთავრდება 18:00 სთ-ზე.
„საღამოს სკოლაში” სწავლა ფასიანია:
მათემატიკის კურსის მომსახურების არის 1000 ლარი.
მშობლის მიერ თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2016 წლის 12 სექტემბრისა – 500 ლარი;
მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვრისა – 500 ლარი.
რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 22 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით.
ის მოსწავლეები, რომელთა შეფასება კომაროვის სკოლის მისაღებ გამოცდაზე მათემატიკაში არის 10,11,12,13 ან 14 ქულა, „საღამოს სკოლაში” მიიღებიან ტესტირების გარეშე;
საღამოს სკოლაში მისაღები ტესტირება ჩატარდება 2016 წლის 6 სექტემბერს, 10.00 საათზე კომაროვის სკოლაში;
ტესტირების შედეგები ცნობილი იქნება არაუგვიანეს 8 სექტემბერს. მშობელს ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია ტესტირებაზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ. გადახდა უნდა მოხდეს 2016 წლის 12 სექტემბრამდე.
იხილეთ „საღამოს სკოლის“ აღწერილობა
მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის ანგარიშზე.
სს „საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალი.
ბანკის კოდი BAGAGE22.
მიმღები: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
ანგარიშისN:GE93BG0000000264170100.
დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში)
გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი.
გარდა მათემატიკისა, „საღამოს სკოლა”, სურვილის შემთხვევაში, დამატებით გთავაზობთ ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამის ფიზიკის გაღრმავებულ სასკოლო კურსს.
ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.
გაკვეთილები ფიზიკაში ჩატარდება კვირაში ერთხელ, სამშაბათს, ან ხუთშაბათს, დღეში სამი აკადემიური გაკვეთილი, კვირეული 3 საათი. გაკვეთილები აღნიშნულ დღეს დაიწყება 15:30 სთ-ზე და დამთავრდება 18:00 სთ-ზე.
ფიზიკის სრული კურსის მომსახურების საფასური 2016-17 სასწავლი წელს არის 420 ლარი. მშობლის მიერ თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2016 წლის 20 სექტემბრისა – 210 ლარი;
მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვრისა – 210 ლარი.
ფიზიკაში “საღამოს სკოლის” მსურველები გადასახადს იხდიან ცალკე, იმავე ანგარიშზე, იგივე პროცედურით.
მშობლების სურვილის შემთხვევაში, შეიზლება დკომპლექდეს ჯგუფი, რომელთაც კვირაში ჩაუტერდებათ 4 გაკვეთილი ორი დღის განმავლობაში. ამ ჯგუფის მოსწავლეთათვის მომსახურების საფასური შეადგენს 560 ლარს.
საღამოს სკოლაში სწავლა დაიწყება 2016 წლის 14 სექტემბერს, 15:30 საათზე.
რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლაშიც, მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11-დან 17 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399313, 2392157.
577388322-ვალერი ზატუაშვილი, პროექტის კოორდინატორი.
საკონტაქტო ელ.ფოსტა: komarovisagamo@gmail.com
შენიშვნა: მშობლების სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გრაფიკის ცვლილება.
გისურვებთ წარმატებას!